სუსი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი "შვილის გატაცებას აპირებდა", განცხადებას ავრცელებს. სუს-ი აცხადებს, რომ უკვე მიმართეს პროკურატურას, რათა "უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში".

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 26

როგორც სუს-ი აღნიშნავს, ვეფხია კასრაძის მიერ გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და "ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი", სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი შვილის "გატაცებას აპირებდა".

"შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუს-ის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუს-ის თანამშრომელი, ხომ? ეგ ვაღიარო, არა? ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რცხვენოდეთ, რა. ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუს-ი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ", - განაცხადა ვეფხია კასრაძემ "ტვ პირველთან" სატელეფონო საუბარში.

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო ვაზიანი-გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია და გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. რამდენიმე მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობის დაწყება ვერ შეძლო. ამ დროისთვის გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე