თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის ერთგვარი სოლიდარობის გამოცხადება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო დავალიანება დაუგროვდათ.
„ამ ადამიანებს სხვადასხვა მიზეზთა გამო დავალიანება დაუგროვდათ, რომელიც ამჯერად ჩამოეწერებათ. მომავალი წლიდან კი ამ მიმართულებით მონიტორი გამკაცრდება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.