ტატა ხვედელიანი - ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში

ტატა ხვედელიანი - ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 184

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ტატა ხვედელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, პარტიის წევრებისთვის საპარლამენტო მანდატების ცნობა იყო „ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი“.

„პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი იცვლება. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრჯერ გაიარა. მათ შორის, პირველი თორმეტეულის მანდატების შეწყვეტის დროს, ასევე მანამდეც. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივად პროცედურული საკითხი, რომელშიც არ შევდივართ და ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. ეს არის ჩვენი კომენტარი იმაზე, რასთან დაკავშირებითაც გრძელდება ისტერია, ტყუილების ტირაჟირება. ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, „პარტიამ გახარია - საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე