გთხოვთ, თავისუფალი მედიის ყველა მხარდამჭერს – შემოუერთდით შემოწირულობების კამპანიას „თრიალეთის“ გადასარჩენად!
ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში, გასული ინფორმაციის შემდეგ, პოლიტიკური შურისძიების გამო, მიმდინარე წლის 30 ივნისიდან, ხელისუფლებამ დაბლოკა „თრიალეთის“ საბანკო ანგარიშები.
ყველა ჩარიცხული თანხა, ინკასოს გზით, შემოსავლების სამსახურს მიაქვს! ხელისუფლება, ანულებს ჩვენს ანგარიშებს და გვტოვებს სრულიად ფინანსური რესურსის გარეშე! მაუწყებლობის გაჩერება, ახლა უკვე რეალური და მოახლოებული საფრთხეა!
ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი, საზოგადოების, გულშემატკივრების, ბიზნესის და თავისუფალი სიტყვის დამცველი თითოეული ადამიანის თანადგომაა!
უკვე 35 წელია, “თრიალეთი” უანგაროდ ემსახურება შიდა ქართლს და მთლიანად საქართველოს. ჩვენი ჟურნალისტები მუდმივად ავლენდნენ მოსახლეობის პრობლემებს და ცდილობდნენ მათი ხმის მიწვდომას ხელისუფლებამდე. ჩვენი ეთერი ყველასთვის ღია იყო.
ახლა კი, „თრიალეთს“ თქვენი მხარდაჭერა სჭირდება!
იძულებული ვართ, მოგმართოთ თხოვნით, დაგვიდგეთ გვერდში, რათა ინკასოს მოხსნამდე, თქვენი დახმარებით შევძლოთ მაუწყებლობისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა. თითოეული ჩარიცხული ლარი, თავისუფალი მედიის არსებობას და შენარჩუნებას მოხმარდება!
ახლა თქვენი თითოეული გაზიარება და თითოეული ლარი, ცვლის ყველაფერს! დაგვიდექით გვერდში და ერთად გადავარჩინოთ, არა მხოლოდ “თრიალეთი”, არამედ თავისუფალი სიტყვა საქართველოში!
გაავრცელეთ ჩვენი ხმა - გააზიარეთ ეს ინფორმაცია - დაგვიჭირეთ მხარი!
დახმარების ანგარიშებია:
საქართველოს ბანკი - GE93BG0000000589287425
დანიშნულება: შემოწირულობა
საზღვარგარეთ მყოფებისთვის:
მოგმართავთ ჩვენს სარეკლამო პარტნიორებს და ბიზნეს სექტორს. – “თრიალეთის” გადასარჩენად გთავაზობთ 60 %-იან ფასდაკლებას, ყველა სარეკლამო მომსახურებაზე.
უღრმესი მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს!
ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ კოლექტივი.