ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

11 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 314

დღევანდელ პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

მიზანი, ტერორისტული აქტის ჩადენა არ იყო. მას ეს რომ სდომოდა, იარაღი ჰქონდა, რომლის ტარების უფლება გააჩნდა და სამი მანდატურის შეჩერებაც შეეძლო, რომლებსაც იარაღი არ გააჩნდათ, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ალეკო ელისაშვილი - ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი - აღტაცებული ვარ მანდატურით, ვენაცვალე კაცობაში, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე