თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ დაკითხვაზე დაიბარეს

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ დაკითხვაზე დაიბარეს

12-10-2025 20:38
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 620

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, როგორც მოწმეს მას სათქმელი არაფერი აქვს და პასუხს სასამართლოში გასცემს, დრო კი ჯერ უცნობია.

სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბრის აქციას და თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელიც მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გააკეთა.

„დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია.

როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი - მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.

სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს - დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.

მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.

მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:

დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!

არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!

არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას - რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.

როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.

როგორც პოლიტიკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას”, - წერს ჩერგოლეიშვილი.



მსგავსი სიახლეები

20 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე