თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა

თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 117

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა.

თავად თაზო დათუნაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.

ადვოკატის არჩილ ჭავჭანიძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თაზო დათუნაშვილს წვრილმან ხულიგნობას და საჯარო მოხელის მიმართ შეურაცხყოფას, არასათანადო მოპყრობას ედავებოდა.

საქმე ეხება მათე დევიძის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ფაქტს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, მანამდე, სასამართლოს შენობაში „დათუნაშვილს რამდენიმე მანდატური თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

იურისტები მოითხოვდნენ, აღნიშნულ საქმეზე სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ყოფილიყო გამოძიება დაწყებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე