თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს როგორც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას, ისე ჯუანშერ ბურჭულაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს როგორც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას, ისე ჯუანშერ ბურჭულაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი RSS
პოსტი ნახა: 80

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს როგორც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავასთვის, ისე ჯუანშერ ბურჭულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. სახელმწიფო ბრალდება აპირებს მოსამართლეს მის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეებს, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ერთ სხდომაზე იმსჯელებს. აღნიშნული პროცესიც 18:00 საათზე უნდა გაიმართოს. პროკურატურა აპირებს, ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს შეფარდება მოითხოვოს



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე