თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში დაპირისპირება იყო.
მანდატურის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ზვიად ცეცხლაძის და 7 პირის სასამართლო პროცესზე პიროვნებამ შესვლა სცადა, რასაც მანდატურის სამსახურის მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილება მოჰყვა, რომ პროცესზე შესვლა არ შეიძლებოდა.
მათივე თქმით, პირმა მანდატურს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. მათ სასამართლოდან დაკავებული პირების ის მხარდამჭერების ნაწილი გააძევეს, რომლებიც პროცესს არ ესწრებოდნენ.