თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

12 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.

პროტესტის 151-ე დღეს, თბილისში, აქცია/მსვლელობები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 პარლამენტთან.

რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:

გორი - 17:00 საათზე, საკრებულოს წინ აქცია გაიმართება ლოზუნგით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“.

ახალციხე - 18:00 საათზე აქცია გაიმართება, შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმი - 19:00 საათზე, აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ლოზუნგით - „სამშობლოს სამსახურში!“;

ზუგდიდი - სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით - „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“;

თელავი - მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე;

ქუთაისი - მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“;

ჩხოროწყუ - მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით - „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.

პოსტი ნახა: 37


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე