თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ჩემი ქალაქის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საპირისპირო ზოლში გადასასვლელად მოუხვია, ღერძულა გადაკვეთა, რა დროსაც მას მოტოციკლი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.