თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
45 წლამდე ასაკის კაცი კონტაქტზე არ გამოდიოდა და ახლობლებმა ბინაში იპოვეს გარდაცვლილი.
როგორც ირკვევა, მამაკაცი თბილისში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ცხედარი უკვე გადმოასვენეს სენაკში.