თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს - პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2003 წელს დაბადებული ა.რ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

07-01-2026 14:39
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 85

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში დაჭრის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულმა 7 იანვარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით - უკრაინის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ვ.რ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2003 წელს დაბადებული ა.რ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს გარდაბანში მკვლელობაზე - 6 პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2 პირს, ერთ-ერთმა კი 2 ადამიანს ავტომანქანა განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა - საქმეზე 2 პირი დააკავეს, 3 ამხილეს
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
მედია - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას ჩინეთისა და რუსეთის გაძევებისა და ნავთობთან დაკავშირებით მხოლოდ აშშ-თან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.  დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას დროებით მთავრობაზე ზეწოლას ახდენს და ქვეყნიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინელი, რუსი, კუბელი და ირანელი პირების გაძევებას სთხოვს

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე