თბილისში, მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება - ერთ-ერთი ვარკეთილში, მეორე კი გლდანში იქნება

თბილისში, მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება - ერთ-ერთი ვარკეთილში, მეორე კი გლდანში იქნება

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 121

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროს პირველ ხაზთან დაკავშირებით - როგორც ახმეტელის მეტროსადგურზე, ასევე ვარკეთილის მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ვარკეთილის მიმართულებას, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე იქნება კილომეტრი და 200 მეტრი, ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4500 მგზავრს. მაგალითისთვის, ჰუალინგის ვარკეთილის მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 ათასი ადამიანი, რომელთა ნაწილი შეძლებს გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი მეტროს სადგური. სადგურის დამატებით, ასევე შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული მგზავრობის ჯამური დროც, დაახლოებით, 576 საათზეა საუბარი, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა. რაც შეეხება გლდანის მიმართულებას, აქ პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება კილომეტრით და 100 მეტრით. აქ დილის პიკის საათში კი ახალი სადგური მოიზიდავს 5500 მგზავრს. უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ახმეტელის თეატრის მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4460 მგზავრით, ხოლო ზოგადად გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 11 ათასით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც სადგურის მოედნამდე მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა, ამასთან შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო, საუბარია 20 წუთზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე