თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევა მეტეხის ხიდთან მოხდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
