თეა წულუკიანი - ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

8 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 66

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, რითაც გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

თეა წულუკიანის თქმით, გორში გადაღებული კადრები „საზარელი სანახავი იყო“.

„მე მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც კანონის დაცვით გვიცავს, ასეთია 99%-ზე მეტი და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, მინდა, მოვუწოდო სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და მათი აზრით, თქვენ უნდა დაზიანდეთ. გაუხარდათ გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, [მინდა] ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო, ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე - "სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე". ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის დროსაც შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს „ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განaცხადა. მანამდე, ადვოკატმა გააცრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც საკაცეზე მოთავსებულია პაპუნა ლოცულაშვილი. ადვოკატის ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ლოცულაშვილი გადაყავთ სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე