თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

28-07-2025 16:44
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 869

IPN- ის ინფორმაციით, თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვარდისუბანში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მანქანას. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა, მანქანა კი ამოტრიალდა.

დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მიმდინარეობს გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე