თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა

თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა

18-01-2025 18:59
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 776

თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას დაიმსხვრა პოლიციის შენობის შუშა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, რითაც გამოხატავდნენ დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და სოლიდარობას დაკავებულების მიმართ. აქციის მონაწილეებმა გაიკეთეს პირბადეები, რა დროსაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე