ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, 26 მაისის აღლუმი ირაკლი კობახიძის გარეშე შედგება.
„ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რასაც ისიც მოწმობს, რომ საოკუპაციო ხაზთან ის არასდროს გასულა თანამდებობრივი ვალდებულების მიუხედავად, ისევე როგორც 26 მაისის აღლუმს წლების წინ, პირადი მიზნებისთვის განერიდა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ეს. შესაბამისად, კობახიძის გარეშე შედგება რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი, რადგან ეს არის საერთო, სახალხო ზეიმი და ამ დღესაც ისევე, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრის“, - განაცხადა აქუბარდიამ.