თინა ხიდაშელი - თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის - "ქართულმა ოცნებამ" აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება

თინა ხიდაშელი - თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის - "ქართულმა ოცნებამ" აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 114

"ქართულმა ოცნებამ” - აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ჩინურ კომპანიებს მიმართა, მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკა “შუა დერეფანში”. ამ კონტექსტში მან ანაკლიის პორტი ახსენა.

“თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. და, სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ - “ქართულმა ოცნებამ” - აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა.

მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, არჩევნები გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს.

“ქართულმა ოცნებამ” კავშირები გააღრმავა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებს დაუძახეს, მაშინ როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს “შუა დერეფანში” შესაძლებლობებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” სახელმძღვანელოს დონის შემთხვევა შექმნა ანაკლიის პორტზე, საიდანაც ამერიკულ-ქართული კონსორციუმი გააგდეს და ჩინურ კომპანიას მიეცა პირობა, რომ მოსულიყო. საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია, რომ გზა გაუხსნან ამ ჩინურ კომპანიას,” - განაცხადა ხიდაშელმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე