ცალკეული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები მცირდება.

ცალკეული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები მცირდება.

11-03-2025 16:08
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 938

ცალკეული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები მცირდება. ეს კი შედეგად, შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებებზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მცირდება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების: ბუპრენორფინის, კოკაინის (ფუძე და მარილები), მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობის, ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) და ფსიქოტროპული ნივთიერებების - კეტამინის და პრეგაბალინის განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები.

აღნიშნული ცვლილება ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.



მსგავსი სიახლეები

15 საათის წინ

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე