წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 104

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 23 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე