წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა

06-12-2025 13:49
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 268

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი წარმატებით დასრულდა, თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი გეგმა სრულად შესრულდა. გაწვეულ წვევამდელთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი იმსახუროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, 2025 წლის ბოლო, მეოთხე ნაკადის წვევამდელები, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. ახალქალაქში გამგზავრებამდე, ისინი შეიკრიბნენ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ განყოფილებებში, სადაც სამხედროებისგან მითითებები მიიღეს. წვევამდელებს ოჯახის წევრებთან დამშვიდობების საშუალებაც ჰქონდათ.

„საწყისი მომზადების ცენტრში წვევამდელებს სამხედრო აღჭურვილობა გადაეცათ. საწყისი საბრძოლო მომზადების 8-კვირიანი კურსის განმავლობაში წვევამდელები გაივლიან საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე შეისწავლიან კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8-თვიანი ვადით გაივლიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

1 საათის წინ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

2 საათის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე