წვიმა, შესაძლებელია, სეტყვაც  – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა, შესაძლებელია, სეტყვაც – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

29-05-2025 19:25
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 403

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ უახლეს პროგნოზზე ისაუბრა.

„სინოპტიკური სიტუაცია 30 მაისიდან, ივნისის დასაწყისშიც არამდგრადი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ცალკეულ დღეებში, უმეტეს რაიონში გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვაც.

31 მაისს და 1 ივნისს შესაძლებელია, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატოს, მაგრამ ივნისის 2 რიცხვიდან, ჰაერის ტემპერატურა, 3-4 გრადუსით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოშიც, არამდგრადი სიტუაცია რჩება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში და ღამის საათებში. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, 31 მაისს და 1 ივნისს, +30 +32 გრადუსი იქნება, ხოლო საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა იყოს.

2 ივნისიდან, 5 ივნისამდე ტემპერატურა დაიკლებს 4 გრადუსით, თუმცა სიცხის მგრძნობელობა, როგორც ასეთი იქნება.

დასავლეთ საქართველოში 2-დან 5 ივნისამდე,  მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულებით ქარი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე