უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმებულია.
რეისების გაუქმება მოსალოდნელ ძლიერ ქარს უკავშირდება.
გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინის“ 2 და „პეგასუსის“ 1 რეისი.
მათი ცნობით, რეისების გაუქმება მხოლოდ თურქეთის მიმართულებით მოხდა და სხვა მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებული არ არის.