უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ

უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 231

ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე