უკრაინამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ერთობლივად წარმოების შესახებ, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

8 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 236

უკრაინამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ერთობლივად წარმოების შესახებ, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შეთანხმებას ხელი ნიდერლანდებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, რუბენ ბრეკელმანსმა და დენის შმიგალმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში მოაწერეს.

„ახალი ეტაპი: უკრაინა და ნიდერლანდები ორივე ქვეყანაში დრონებს ერთობლივად აწარმოებენ. ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად, ხელს ვაწერ ერთობლივი წარმოების შეთანხმებას („Build With Ukraine“). ეს აძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, მდგრადობას და ინოვაციას“, - განაცხადა ბრეკელმანსმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს PURL ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შეძენას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე