უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, კიევში სკვერს „ქართული ლეგიონის“ სახელი მიენიჭა.  ის მადლობას უხდის კიევის მერს და საქალაქო საბჭოს, რომელმაც გადაწყვეტილება „ერთხმად მიიღო“.

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, კიევში სკვერს „ქართული ლეგიონის“ სახელი მიენიჭა. ის მადლობას უხდის კიევის მერს და საქალაქო საბჭოს, რომელმაც გადაწყვეტილება „ერთხმად მიიღო“.

3 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 35

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, კიევში სკვერს „ქართული ლეგიონის“ სახელი მიენიჭა.

ის მადლობას უხდის კიევის მერს და საქალაქო საბჭოს, რომელმაც გადაწყვეტილება „ერთხმად მიიღო“.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ კიევის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის პატივსაცემად.

მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, ასევე კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული — „წინააღმდეგ“ არც ერთი ხმა არ ყოფილა.

ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობდა, და ყველას, ვინც პატივი მიაგო ქართველი ლეგიონის მებრძოლებს.

ძალიან სიმბოლურია ისიც, რომ ეს სკვერი მდებარეობს ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩაზე — ადამიანის, რომელსაც გულწრფელად უყვარდა უკრაინა.

ეს ისტორიული მომენტია. იგი დარჩება უკრაინის ისტორიის ფურცლებზე. ეს არის აღიარება იმისა, რომ შეძელით და დავწერეთ საკუთარი - თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი - გვერდი უკრაინის ისტორიაში და ჩვენი ხალხების მეგობრობის ისტორიაში.

ქართველი მებრძოლები დარჩებიან უკრაინელთა თაობების მეხსიერებაში, როგორც ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ დროს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ.

გმადლობთ. ეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე და ღრმად სიმბოლური მოვლენაა”, - წერს მამულაშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე