უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს

3 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 138

რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში მდებარე ენერგეტიკული ობიექტების ტერიტორიასა და ტექსტილის საწყობებში ხანძარი გაჩნდა.

„მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მიუხედავად მუდმივი საჰაერო განგაშისა, მაშველებმა სამოქალაქო გემზე გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

რუსული ძალების იერიშების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, პარასკევს რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში თურქული კომპანიის სატვირთო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც გემზე ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე