უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ბაქრაძე უნივერსიტეტის კვოტების შემცირების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.  ამ გადაწყვეტილების მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ დიქტატურის გამყარებაა - აცხადებს ბაქრაძე.

22-02-2026 19:57
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 68

უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ბაქრაძე უნივერსიტეტის კვოტების შემცირების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.

როგორც ბაქრაძემ  განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ დიქტატურის გამყარებაა.

„არანაირი კავშირი ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არ აქვს, არც უთქვამთ დაახლოებით მაინც, რას მოველით ამ „რეფორმის“ შედეგად, როგორ მდგომარეობაში იქნება ქართული უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები 5-10 წლის შემდეგ, არავითარი გეგმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ამ წუთას რაც არის, ის განადგურდეს - რასაკვირველია, პირველ რიგში, ილიას უნივერსიტეტი განადგურდეს, რადგან ეს მათთვის ითვლება ლიბერალიზმის ბუდედ.

უნდათ თავისუფლების ადგილი განადგურდეს, სადაც ადამიანებს ასწავლიან თავისუფალ აზროვნებას. როგორც დიქტატორებისთვის არის დამახასიათებელი, მათი მიზანი არის, შეიქმნას პროფესორ-მასწავლებლებში ერთგულება პარტიის გენერალური ხაზისადმი, რომ არსად ისმოდეს თავისუფალი ხმა, რასაც ჩვენ ყველგან ვხედავთ. ეს არის იმ დიდი მოზაიკის ნაწილი მხოლოდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მიმდინარეობს თავისუფალი, დემოკრატიული ინსტიტუტების დიდი ნგრევა, იმ ინსტიტუტების, რომლის იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განვითარების მომავალი იქნებოდა. ახლა ამ ყველაფრის ნგრევა და განადგურება მიმდინარეობს“,-განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

„ვიცავთ ილიაუნის“ - ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს დროშები.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დიდმარხვის დაწყების წინ გავრცელებულ მიმართვაში. პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს", ყველასთვის მარხვის დაცვა აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე