ვარკეთილში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გატაცებული მიკროავტობუსით 5 ავტომანქანა დაამტვრიეს

ვარკეთილში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გატაცებული მიკროავტობუსით 5 ავტომანქანა დაამტვრიეს

21-05-2025 16:07
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 737

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარკეთილში.

მიკროავტობუსი რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხუთი ავტომანქანა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიკროატობუსში სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა შეაღწიეს და დაძრეს, რის შემდეგაც მალევე მოხდა შეჯახება რამდენიმე ავტომობილთან.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე