ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდანო ნაკვეთები დატბორა. ჩატარდა სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
