პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მრჩევლებად არიან დასაქმებული და ანაზღაურებას იღებენ, მრჩევლის საქმიანობის განხორციელება ანაზღაურების გარეშე მოუწევთ.
ინიციატივა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიციირებულია.
აღნიშნული რეგულაცია ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.
“მრჩევლის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა ანაზღაურებადი არ იყოს“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.