ვოლოდიმირ ზელენსკი - სურს უკრაინას მშვიდობა? დიახ, ნებისმიერ ფასად? არა, ჩვენ ომის დასრულება გვინდა, მაგრამ არა უკრაინის დასასრული - დაღლილები ვართ? ძალიან, დანებებისთვის მზად ვართ? მათ, ვინც ასე ფიქრობენ, კიდევ ვერ გაიგეს, ვინ არიან უკრაინელები

6 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 48

უკრაინა მშვიდობისთვის ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა. „სამშვიდობო შეთანხმება 90%-ით მზადაა. 10% რჩება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე რიცხვი. ეს 10% ყველაფერს ნიშნავს. ეს არის ის 10%, რომელიც განსაზღვრავს მშვიდობის ბედს, უკრაინისა და ევროპის ბედს და იმას, თუ როგორ იცხოვრებს ხალხი. 10% მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 10% მშვიდობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოს შეუძლია, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.

„რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ. ნებისმიერ ფასად? არა. ჩვენ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ არა უკრაინის დასასრული. დაღლილები ვართ? ძალიან. ეს იმას ნიშნავს, რომ დანებებისთვის მზად ვართ? ისინი, ვინც ასე ფიქრობენ, ძალიან ცდებიან და ნათელია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ ვინ არიან უკრაინელები. გვსურს თუ არა ომის დასრულება? აბსოლუტურად. რატომ არ მოხდა ეს? პასუხი ჩვენს მეზობლად არის. შეუძლია თუ არა რუსეთს ომის დასრულება? დიახ. სურს თუ არა მას ეს? არა. შეუძლია თუ არა მსოფლიოს, რომ მას ეს აიძულოს? დიახ და ეს ერთადერთი გზაა, რომელიც იმუშავებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ომებს თავისი ნებით არ ასრულებს.

„ისტორიაში არასდროს ყოფილა ომი, რომელიც მათ საკუთარი ნებით დაესრულებინათ. მხოლოდ სხვების ზეწოლით, მხოლოდ სხვების იძულებით, რასაც თავად ისინი კეთილი ნების ჟესტს უწოდებენ. ასე იყო ყოველთვის, როდესაც რუსეთი ვინმეს ებრძოდა, ანუ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. ეს შეუძლია დაადასტუროს ყველამ, ვის წინააღმდეგაც მოსკოვს ოდესმე ომი გამოუცხადებია. პოლონეთი, თურქეთი, ფინეთი, სირია, საქართველო, აფხაზეთი, ოსეთი, ჩეჩნეთი - და ეს სია უსასრულოდ გრძელდება, რადგან რუსეთმა თითქმის მთელი მისი ტერიტორია ომების შედეგად მოიპოვა. აი, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ - უკრაინას, ევროპას, აშშ-სა და მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით  კანონის ცალკეული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის.  კანონის ამოცანაა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის  პრინციპების დანერგვა, მათი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან დაცვა, ასევე შინაური ბინადარი ცხოველის და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მტკიცებულება ვერ იპოვეს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) დასკვნის თანახმად, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე