ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

13-06-2025 14:28
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 54

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტს ეკა მიშველაძეს სახდელის სახით ჯარიმა 4000-ლარი განესაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

პროცესს არ დასწრებია არც ჟურნალისტი და არც მისი უფლებადამცველი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე