ზურაბ ჯაფარიძე - ახალი რეგულაციების დაანონსება ამერიკული დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს - ეს არის სიგნალი ამერიკელებისთვის, რომ „ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ“

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 33
💬 „ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ჩვენი მხრიდან საუბარი პირველ რიგში იყო იმ საკითხზე, რომ ორი ქვეყანა არის ახლა, ვენესუელა და სირია, სადაც შესაძლებელია მუშაობა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ, ჩვენი მხრიდან საუბრის მეორე საკითხი იყო დემოკრატიის უკუსვლა, ადამიანის უფლებები, თუ რა ვითარებაა.
 
ცხადია, პირველ რიგში, კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც ჩემი აზრით სპეციალურად დაამთხვიეს ამ დელეგაციის ვიზიტს საქართველოში. ჩემი აზრით, რუსების მხრიდან არის სიგნალი კონკრეტულად ამერიკელებისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ.
ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, დეტალები იყო, რაზეც დამატებით ინფორმაცია მივაწოდეთ. ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე