ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება

ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება

24-04-2025 14:43
კატეგორიები: საზოგადოება

მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის ცხედარი, მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მხატვრის ცხედარი უკვე თბილისშია, მაგრამ მუზეუმში ჯერ მოუსვენებიათ", - განაცხადა მედიასთან ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელმა.

23 აპრილს მოსკოვის ცენტრში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება (მისამართი: რუსთაველის გამზირი, 27 - რედ.). მოქანდაკეს 26 აპრილს დიდუბის პანთეონში პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ ხელოვანი 91 წლის ასაკში 22 აპრილის ღამეს, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

პოსტი ნახა: 295


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე