ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები, რისი შედეგიცაა უსამართლო გადაწყვეტილებები

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები, რისი შედეგიცაა უსამართლო გადაწყვეტილებები

18-09-2024 10:53

დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ვის შეიძლება, აწყობდეს სანქციების დაწესება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება.

„აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 384


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!