შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

არჩილ თალაკვაძე საარჩევნო ბარიერზე: საუბარია მინიმალურ ბარიერზე და პრაქტიკულად პანიკაშია ოპოზიცია

უბრალოდ საუბარია მინიმალურ ბარიერზე, საკმაო რაოდენობაზეც კი არ არის საუბარი, ვხედავთ პრაქტიკულად პანიკაშია ოპოზიცია, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.

„მათ [ოპოზიციას] არ აქვთ რეალურად ხალხის მხარდაჭერა. არ აქვთ ის მინიმალური მხარდაჭერა, რომ მოხვდნენ პარლამენტში. არადა გვახსოვს ორი კვირის წინ სწორედ ეს ოპოზიცია გვემუქრებოდა მთელი წლის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მხარდაჭერა და გვემუქრებოდა, რომ შეცვლიან ხელისუფლებას. არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქეების საკმაო რაოდენობა გიჭერს მხარს. აქ უბრალოდ საუბარია მინიმალურ ბარიერზე, საკმაო რაოდენობაზეც კი არ არის საუბარი, ვხედავთ პრაქტიკულად პანიკაშია ოპოზიცია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას არ აპირებს, ოპოზიციას კი ხუთპროცენტიანი ბარიერის ეშინია. ოპოზიციის უმრავლესობამ იცის, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვეღარ მოხვდება და ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას გეგმავს.