შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველო მარილის 60%-ს თურქეთში ყიდულობს – რა წილი აქვს უკრაინულ და რუსულ პროდუქტს ბაზარზე

პროდუქტებზე შესაძლო დეფიციტის ფონზე, ქართული სუპერმარკეტების დახლებიდან შაქართან ერთად მარილიც „დაიტაცეს“. მართალია, ისეთი პანიკური შესყიდვა, როგორც შაქრის შემთხვევაში იყო, მარილზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს პროდუქტიც ზოგიერთი მაღაზიის დახლებზე გუშინ საღამოს უკვე აღარ იყო განთავსებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის მარილს ყიდულობს საქართველო ყოველწლიურად და რომელ ქვეყნებში. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 50 ათასიდან 60 ათას ტონამდე მარილი შემოდის. 2021 წელს ქვეყანაში განხორციელდა 54 097 ტონა მარილის იმპორტი, 4,676 მლნ დოლარის ღირებულების. უკრაინის წილი მთლიან იმპორტში 18,6%-ს შეადგენდა, რუსეთის კი 0,09%-ს. ყველაზე დიდი რაოდენობით მარილს კი საქართველო თურქეთში ყიდულობს.

top-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მარილს ყიდულობს:

თურქეთი – 32 227 ტონა (2,071 მლნ დოლარი)
უკრაინა – 10 069 ტონა (1,278 მლნ დოლარი)
ირანი – 6 961 ტონა (464,6 ათასი დოლარი)
აზერბაიჯანი – 3 826 ტონა (407,2 ათასი დოლარი)
საბერძნეთი – 251 ტონა (130 ათასი დოლარი)