გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირდა - როგორ შეიცვალა საწვავის ფასი საქართველოში

გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირდა - როგორ შეიცვალა საწვავის ფასი საქართველოში

29-06-2025 16:25
პოსტი ნახა: 894

 

გლობალურ ბაზარზე, ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად 65.52 დოლარით განისაზღვრა, რაც 0.43%-იან ზრდაზე მიანიშნებს. Brent-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაშიც ფიქსირდება მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად, ბარელზე ნედლი ნავთობის ფასი 0.06%-ით გაიზარდა და 67.77 დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საქართველოში საწვავი ბოლო კვირის განმავლობაში 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილება ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე აისახა, ბრენდული სადგურების ნაწილზე კი ფასები ამჟამადაც უცვლელი რჩება.

რა ღირს საწვავი ამჟამად ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:

Gulf (ფასი გაიზარდა 10 თეთრით)

  • G-Force სუპერი - 3.47 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.07 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 2.97 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.03 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.93 ლარი.

 

Wissol (გაძვირდა 6-7 თეთრით)

  • ეკო სუპერი - 3.45 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.03 ლარი;
  • ეკო დიზელი - 2.98 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.90 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 2.85 ლარი.

 

Socar (ღირებულება გაიზარდა 5-10 თეთრით)

  • ნანო სუპერი - 3.45 ლარი;
  • ნანო პრემიუმი - 3.05 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი - 2.87 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი.

 

Rompetrol (ფასი ჯერჯერობით უცვლელია)

  • Efix სუპერი - 3.45 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი - 3.03 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.77 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 2.96 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.86 ლარი.

 

Portal (ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა)

  • სუპერი - 2.99 ლარი;
  • პრემიუმი - 2.74 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.54 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.74 ლარი;
  • ეფექტური დიზელი - 2.54 ლარი.


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე