ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებას იმ ზიანის მიუხდავად, რაც ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მიადგა.
„მათ შეუძლიათ, ვიტყოდი, რომ რამდენიმე თვეში, ან უფრო ნაკლებ დროში, ცენტრიფუგის რამდენიმე კასკადის ამოქმედება და გამდიდრებულ ურანის წარმოქმნა, ან უფრო ნაკლებს“, - განაცხადა გროსიმ CBS News-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, აქვს თუ არა სააგენტოს ინფორმაცია, გადაიტანა თუ არა, ან სად ირანმა დაახლოებით 400 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი, რომელიც მას თავდასხმებამდე ჰქონდა, რაფაელ გროსიკმ უპასუხა :
„არ ვიცით, სად შეიძლება იყოს ეს მასალა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თავდასხმის დროს განადგურებულიყო, მაგრამ ზოგიერთი - გადაეტანათ“.