საქართველოს 5 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეა - როგორც შეიცვალა ათ წელში მოსახლეობის რაოდენობა

საქართველოს 5 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეა - როგორც შეიცვალა ათ წელში მოსახლეობის რაოდენობა

8 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 208

ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოს 5 უდიდესი ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა. თუმცა, ხუთეულში 2014 წელს შესული გორი, 2024 წელს ზუგდიდმა ჩაანაცვლა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერით გორის მოსახლეობა 48.1 ათასს მოსახლეს შეადგენდა, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით კი, რიცხოვნობა 52.3 ათასამდეა გაზრდილი.

ამის პარალელურად, ზუგდიდის მოსახლეობა ათი წლის წინ 42.9 ათასს აღემატებოდა, ხოლო 2024 წელს 58 ათასს მიაღწია და მოსახლეობის კუთხით, საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქების ხუთეულში შევიდა.

ტრადიციულად, საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქი კვლავაც თბილისია. საქსტატის ცნობით, 2024 წელს დედაქალაქის მოსახლეობა 1 285 300-ს შეადგენდა. ეს კი მაშინ, როცა ათი წლის წინ თბილისში 1 078 297 პირი ცხოვრობდა. მონაცემების მიხედვით, ათ წელში თბილისის მოსახლეობა 19.2%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილს კვლავაც ბათუმი იკავებს. ზღვისპირა ქალაქში 2014 წელს 152.8 ადამიანი ცხოვრობდა, გასულ წელს კი მოსახლეობა 234.6 ათასამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაში, ზრდა 53.5%-ია.

ბოლო ათ წელში 9.2%-ით გაიზარდა საქართველოს მესამე ყველაზე დიდი ქალაქის - ქუთაისის მკვიდრთა რაოდენობა. 2014 წელს ქუთაისში ცხოვრობდა 147.6 ათასი პირი, 2024 წელს კი - 161.2 ათასი.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ყველაზე დიდ ქალაქებს შორის მეოთხე ადგილზე იყო რუსთავი. ამ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 131.8 ათასს შეადგენდა, ეს კი მაშინ, როცა 2014 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 125.1 ათასს შეადგენდა. ამ შემთხვევაში ათწლიან ჭრილში ზრდა 5.4%-ია.

დაბოლოს, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, მოსახლეობის კუთხით 2024 წელს საქართველოს უდიდესი ქალაქების ხუთეულს ხურავდა ზუგდიდი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე