შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმი-ხულოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა სოფელ წონიარისთან მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს, მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. სხვა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე სამაშველო და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს.