შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გიორგი ვაშაძე – შეცდომას ბევრი უშვებს, მთავარია, დროულად გამოასწორო, მივესალმები „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას, რომ არ რეგისტრირდებიან რუსულ რეესტრში

შეცდომას ბევრი უშვებს, მთავარია, შეცდომა დროულად გამოასწორო, ასე რომ, მივესალმები „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას, რომ არ რეგისტრირდებიან რუსულ რეესტრში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების შემდეგ „რუსული კანონი“ გაუქმდება და ამ ქვეყანაში არანაირი რეესტრი არ იარსებებს.

„დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს ერთსულოვნებისთვის, რადგან ამით დაიცვეს საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი ქვაკუთხედი და ღირსება. რუსული კანონის ადგილი საქართველოში არ არის. 26 ოქტომბერს, როცა გავიმარჯვებთ, რუსული კანონი გაუქმდება, ამიტომ, ამ ქვეყანაში არანაირი რეესტრი არ იარსებებს. შეცდომას ბევრი უშვებს, მთავარია, შეცდომა დროულად გამოასწორო, ასე რომ, მივესალმები „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას, რომ არ რეგისტრირდებიან რუსულ რეესტრში. აქედან გამომდინარე, ყველანი ერთად, მთლიანად სამოქალაქო სექტორი, ქართველი ხალხი, ყველა ერთად გავიმარჯვებთ 26-ში და გავაუქმებთ ამ კანონს. 27-ში ეს კანონი აღარ იარსებებს. ამ კანონს არსებობის ორ თვეზე ნაკლები დარჩა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.