მამუკა ხაზარაძე - გახარიამ თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია - ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას

მამუკა ხაზარაძე - გახარიამ თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია - ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას

დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას - მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით შეუძლებელია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ახალი პირობები ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მათი გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უნდა ჩამოშორდეს კამპანიას.

„დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, თქვენ ყველას კარგად გესმით, რომ 30 დღის განმავლობაში, შეუძლებელია რაიმე კამპანიის, რაიმე ნომრის, რაიმე სიის და რაიმე ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და ა.შ. მე აღარ წავალ და არ ვუპასუხებ ამ ქვეტექსტებს, რომელიც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ სტილია, რომ მიაწებონ ადამიანს რაღაცა უხეში ეპითეტები. არ ვუპასუხებ, დღეს ამის დრო არ არის, არც მიპასუხია არასდროს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

პოსტი ნახა: 423


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!