13 მარტს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

13 მარტს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

12-03-2025 15:22
კატეგორიები: რეგიონი

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2025 წლის 13 მარტის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პოსტი ნახა: 1045


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე