ლევან მახაშვილი - სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში

ლევან მახაშვილი - სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში - მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე „ხალხის ფულის ჭამით დაასრულა“.

„ოპოზიციას თუ მოუსმენ, ყველაფერი, მათი შეფასებით, არის ოპოზიციის დევნა, მაგრამ ფაქტია, დღეს კიდევ ერთხელ, სასამართლოთიც დადასტურდა, რომ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა. ეს, რაც ჩვენ ვნახეთ, არის 9 მილიონის, ხალხის ფულის გაფლანგვა, ხალხის ფულის ჭამა. ეს არის და ეს. ფაქტია, სასამართლოთი დადასტურდა, რომ 9 მილიონი იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, არც მის წარმომადგენლობასთან, არც სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან. თანხები პირდაპირ იხარჯებოდა მის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს, სასამართლო პროცესები საჯარო იყო და დეტალები ვნახეთ. მე ამ საქმეს შევაფასებდი ხალხის ფულის ჭამის საქმედ," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პოსტი ნახა: 175


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!