15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა - რა წერია ბიძის მიმოწერაში

15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა - რა წერია ბიძის მიმოწერაში

16-07-2023 18:10
კატეგორიები: სხვა ამბები

15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა, ბებიამ კი ყველაფერი იცოდა და მოზარდს გაჩუმებას აიძულებდა. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც გოგონა ემიგრაციაში მყოფ დედასთან ჩავიდა და ბიძის საზარელი დანაშაულის შესახებ უამბო.

ახალგაზრდა ქალი "P.S-ს" ღიად უყვება თუ როგორ აღმოჩნდა მისი არასრულწლოვანი შვილი ბიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. გოგონა 15 წლის იყო, როდესაც მასზე ძალადობა დაიწყო. რესპონდენტი ჰყვება, რომ ბიძა, რომელიც მამის ოჯახს ხშირად სტუმრობდა, მოზარდს ეროტიკული შინაარსის ვიდეოებს უგზავნიდა და სქესობრივ კავშირზე დათანხმებას ცდილობდა. ბავშვმა მოძალადისგან თავის დაღწევა რამდენჯერმე შეძლო. მომხდარის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ემიგრაციაში მყოფ დედასთან ჩავიდა და თავი უსაფრთხოდ იგრძნო.

ბიძის მხრიდან მოზარდის შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. დედა ყვება, რომ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო ბებიისთვის, რომელმაც არასრულწლოვან გოგონას ორი წლის განმავლობაში გაჩუმება აიძულა. მამის ოჯახმა ფაქტზე გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა.

„რუსთავი 2“ მამის ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე მივიდა და შეეცადა გაერკვია, ვინ აიძულა ძალადობის მსხვერპლ მოზარდს ფაქტი არავისთვის მოეყოლა. ბებია გვიდასტურებს სავარაუდო დანაშაულს და არც იმას უარყოფს, რომ მომხდარის შესახებ იცოდა. ქალი ამბობს, რომ ბავშვის ბიძას პირადად გაუსწორდნენ.

სავარაუდო მოძალადე „რუსთავი 2-ის“კამერას დაემალა. ოჯახის წევრები მომხდარს უარყოფენ და არც ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებენ. ` " P.S-ის" კითხვამ მათი გაღიზიანებაც გამოიწვია.

ოჯახი უარყოფს, თუმცა "P.S-მა" მოიპოვა მიმოწერა, სადაც ბიძა პირადად ადასტურებს მოზარდის სექსუალურ შევიწროებას.„ვის რა პასუხი უნდა გავცე. ყველაზე მეტად ვიცი რა არაადამიანიც ვარ, არაკაციც. ამის მერე, სიკვდილზე მეტს არაფერს არ ვიმსახურებ. გამოვსირდი და არაადამიანური გავაკეთე. ვეღარ გამოვასწორებ ამ ყველაფერს. ვერავის ვერ ვუყურებ ისე, როგორც ადრე“, - აღნიშნულია ბიძის მიმოწერაში.

მტკიცებულებების მიუხედავად, ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს. უცხოეთში, სამუშაოდ მყოფი დედა სამართალდამცველებისგან შესაბამის რეაგირებას ახლა ითხოვს.

წყარო: ,,რუსთავი 2,,

პოსტი ნახა: 744


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!