2025 წლის 5 ნოემბრის სავსე მთვარეს წლის ყველაზე დიდ სუპერმთვარეს უწოდებენ. ამ დროს მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება და ვიზუალურადაც მისი აღქმა გაცილებით გამარტივდება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სუპერმთვარეს შეუძლია, ადამიანების ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს. ყველა ის ეფექტი, რომელიც ჩვეულებრივ სავსე მთვარის დროს ხდება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
ეს არის დღე, როდესაც ადამიანები ძალიან დიდი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ. თუმცა, ენერგია შესაძლოა, ყველა შემთხვევაში დადებითად ვერ გამოიყენოთ. მაგალითად, თუ ზოგიერთი ადამიანი ამ დღეს შემოქმედებითობისა და შთაგონებისთვის გამოიყენებს, ზოგისთვის შესაძლოა, ემოციურად განსაკუთრებით რთული პერიოდი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მომატებული ენერგია დაგეხმარებათ, გადაუჭრელი ამოცანები და დარჩენილი საქმეები საბოლოოდ შეასრულოთ, დიდი რისკია, რომ ეს ენერგია ბევრისთვის გადაჭარბებული გახდეს. მეტიც, ბევრი ადამიანი ენერგიასთან ერთად, ემოციების მოზღვავებას იგრძნობს, რამაც შესაძლოა, კონფლიქტების რისკი შექმნას.
სავსე მთვარე აღიქმება, როგორც ენერგეტიკული ციკლის პიკი, მომენტი, როდესაც დაგროვილი გრძნობები და ემოციები სრულად გამოვლინდება. ბევრისთვის ეს შესაძლოა, სასარგებლო იყოს, ზოგიერთი ადამიანისათვის კი აგრესიის გამოვლენის, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისა და ემოციური არასტაბილურობის ეტაპი აღმოჩნდეს.
ეს შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ დრო შემოქმედებითობას დაუთმოთ. სუპერმთვარეობის ენერგია თქვენი იდეებისა და პროექტების რეალიზებისთვის გამოიყენეთ. ასევე, გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან, რადგან სუპერმთვარეობა ურთიერთობების განმტკიცებისთვის კარგი დროა.
ამ პერიოდში უმჯობესია თავი აარიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება, თქვენს არჩევანზე გავლენა მოახდინოს.
განსაკუთრებით მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. თუ მოულოდნელად სამსახურს დატოვებთ ან ურთიერთობაზე იტყვით უარს, შესაძლოა შემდგომ ეტაპებზე ეს გადაწყვეტილება თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამიტომაც, ყურადღებით იყავით.
შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ, დრო მედიტაციას, საყვარელი მუსიკის მოსმენას, განტვირთვასაც დაუთმოთ და ამავდროულად, ახალი იდეები მოინიშნოთ.